LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე  მასწავლებელი დაესწრო – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

692
VI_CSR_Relise_2026_Finanusuri_Ganatleba

ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, სკოლის მასწავლებლებისთვის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი ლევან ფავლენიშვილი უძღვებოდა. კურსს სხვადასხვა სკოლის 70-მდე მასწავლებელი დაესწრო.

შეხვედრის ძირითადი თემები ეხეოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები იმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებულია ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს. შეხვედრები ტარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები უძღვებიან.

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები