ფინეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ფოსტალიონთა საყოველთაო პროტესტმა შეიწირა. ანტი რინემ პრეზიდენტს მისი და მთავრობის გადადგომის თხოვნით მიმართა, რაც პრეზიდენტმა დააკმაყოფილა.
ანტი რინეს მთავრობას ქვეყანაში მიმდინარე ფოსტის თანამშრომლების აქციების გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ. ფოსტალიონთა გაფიცვის გამო გასულ კვირას თანამდებობა დატოვა სახელმწიფო კომპანიების მართვის მინისტრმა.
ფოსტალიონთა გაფიცვა ფინეთში 11 ნოემბრიდან მიმდინარეობს. დამსაქმებლებთან მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ სრულდება. რაც შეეხება მოთხოვნებს, ფოსტალიონები სხვა საფოსტო ორგანიზაციაში გადაყვანას და პროფკავშირების ცვლილებას მოითხოვენ.პროტესტს ეროვნული ავიახაზებიც შეუერთდნენ.