LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში საქართველოს სათავგადასავლო და კულტურული ტურებით დაინტერესდნენ

95

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფინეთში, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ,,Matka 2018“მონაწილეობა მიიღო.

ევროპის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ გამოფენას 80-ზე მეტი ქვეყნის 1000 ტუროპერატორი დაესწრო. ოთხდღიან საერთაშორისო გამოფენას 25 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, გამოფენის სტუმრები და ტუროპერატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს სათავგადასავლო და კულტურული ტურებით, ასევე ზაფხულის და შემოდგომის სეზონური ტურებით.

”გამოფენაზე პოპულარულმა ფინურმა ჟურნალმა Mondo travel magazine- მა საქართველო 2018 წლის საუკეთესო აქტიური დასვენების ნომინაციაში შეიყვანა. ,,Matka 2018“-ზე თურქეთის ავიაკომპანიამ Turkish Airlines სპეციალური გათამაშება მოაწყო და ორ გამარჯვებულს თბილისის მიმართულებით ავიაბილეთი გადასცა. ”Matka 2018“-ზე საქართველოს სტენდზე ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და შემდეგი კომპანიები: Gallery Palace; APG GEORGIA; Caucasus Travel;TRAVEL SHOP; Capital Georgia Travel; Mimino Travel; Marco Polo Hotel; CONCORD TRAVEL;Georgia Travel Group”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g