LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფინკა ბანკი” SMART სერტიფიკატის მქონე პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში

83

“ფინკა ბანკი” SMART სერტიფიკატის მქონე პირველი  ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში. როგორც “ფორტუნას”  ბანკიდან აცნობეს, Smart Campaign – არის  მსოფლიოს გლობალური კამპანია, რომლის მიზანია დაეხმაროს ფინანსურ ინსტიტუტებს შეიმუშაონ  გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურებისთვის საჭირო რეგულაციები.

”ფინკა ბანკს”  SMART სერტიფიკატი კლიენტების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო  საქმიანობის დასტურად გადაეცა, რაც SMART-ის გლობალური კამპანიის 7 პრინციპის შესაბამისობას  ითვალისწინებს: პროდუქტის სათანადო დიზაინი და მიწოდება, ჭარბვალიანობის პრევენცია,  გამჭვირვალობა, გონივრული ფასდადება, კლიენტების სამართლიანად და პატივისცემით მოპყრობა,  კლიენტის მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არსებობა”, – განაცხადეს ”ფინკა ბანკში”.

ამასთან დაკავშირებით, დღეს  სასტუმრო Rooms Hotel-ში “ფინკა ბანკის” საქართველოს წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ, რომლის მთავარი თემა  SMART გლობალური კამპანიის მიერ მომხმარებელთა დაცვის  მიმართულებით “ფინკა ბანკის” სერტიფიცირება იქნება.

”სს ფინკა ბანკი საქართველო”, ქვეყნის მასშტაბით არსებული 40 სერვის ცენტრის საშუალებით, 90 000 მეტ  მომხმარებელს უწევს ფინანსურ მომსახურებას. ”ფინკა ბანკი საქართველო” ”ფინკას” საერთაშორისო ქსელის  ნაწილია, რომლის სათაო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს. ”ფინკა” მსოფლიოს 23 ქვეყანაში 2 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g