ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მზადაა, გაემგზავროს უკრაინაში ჯარისკაცებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად:
„ვუერთდები ჩემი კოლეგების, ყველაზე მაგარი გოგო-ბიჭების სულისკვეთებას!
მე, როგორც რიგითი ექიმი, მზად ვარ გავემგზავრო უკრაინაში და დავეხმარო უკრაინელ ექიმებს დაშავებული ჯარისკაცებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში…
დიდება უკრაინას ??
მშვიდობა სამყაროს!..“