LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფიქრობენ, რომ ადამიანებს დააშინებენ“ – გოგიძე ფონდების ანგარიშების დაყადაღებაზე

134
კახა გოგიძე

მსახიობი კახა გოგიძე საქველმოქმედო ფონდების ანგარიშების დაყადაღების ფაქტს მოქალაქეების დაშინების მცდელობად აფასებს.

მისი თქმით, „ქოცები კარგად იმიტომ ცხოვრებენ, რომ რიგით ადამიანებს ცუდად აცხოვრობენ“.

„ესენი არის ჩვეულებრივი ჩამშვებები, მოუნდათ და დაწერეს, რომ თურმე ადამიანს რომ ეხმარები და თურმე ამ ჯარიმების გადახდაში რომ ეხმარება ტყვეებს და არა პატიმრებს, რუსეთის ტყვეებს, რომ ეხმარები და ოჯახის წევრებს ეს არის თურმე დანაშაული და საბოტაჟის მცდელობა.

ეს არის ნათელი მაგალითი იმის, რომ ქოცები იმიტომ ცხოვრებენ კარგად, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ცუდად. აბსურდია, მაგრამ ჩვენს უბედურებაზე ხარობენ. სხვის ჩაგვრაზე ხარობენ, სხვა უნდა იყოს ცუდად, სხვანაირად ის კარგად ვერ იქნება. ფიქრობენ, რომ ამით კიდევ უფრო დააშინებენ ხალხს, თუმცა დღეს უფრო მეტი ხალხი გავიდა რუსთველზე“, – ამბობს კახა გოგიძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

„ე.წ. „ფონდები“ მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის“ – პროკურატურა რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ ანგარიშების დაყადაღებაზე

„მნიშვნელოვანია, პატიმრებმა იცოდნენ, რომ ფინანსური დახმარების გარეშე არ დარჩებიან“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g