LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FITCH-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

97

2018 წლის მარტში  სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით გააუმჯობესა, ხოლო ქვეყნის საგარეო და ეროვნული ვალუტის ობლიგაციებზე (IDR – Issuer Default Rating) უცვლელად დატოვა რეიტინგი BB- -ზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა განპირობებულია  სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით, შოკებისადმი მდგრადობითა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფით.

”საქართველო აგრძელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებული პროგრამის ყველა კრიტერიუმის შესრულებას, რომლებსაც პოზიტიური გავლენა ექნება დანაზოგებისა და ინვესტიციების სტიმულირებაზე. Fitch – ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა მნიშვნელოვნად აჭარბებს “BB” რეიტინგის მქონე ქვეყნების ზრდის ხუთი წლის მედიანურ მაჩვენებელს – 3.5 პროცენტს. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 4.6 პროცენტი 2018 წელს, ხოლო 4.9 პროცენტი 2019 წელს. Fitch-ის შეფასებით ეკონომიკურ ზრდას საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესებასთან (ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდასთან) ერთად, ხელს შეუწყობს სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდა, რომელიც თავის მხრივ შიდა მოთხოვნაზე აისახება პოზიტიურად”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

უწყების განმარტებითვე, სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ამჟამად ფისკალური დეფიციტი აღემატება BB საფეხურზე მყოფი ქვეყნების მედიანურ 3 პროცენტიან მაჩვენებელს, თუმცა მიმდინარე ხარჯების შემცირებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად საგადასახადო შემოსავლების გაზრდის გზით დეფიციტი დაუახლოვდება 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2019 წელს. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის შედეგად, კიდევ უფრო გაუმჯობესდება ფისკალური დისციპლინა. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის თანახმად, ფისკალური დეფიციტი და ეკონომიკური ზრდის პარამეტრები თანხვედრაშია სახელმწიფო ვალის შემცირებისთვის საჭირო დონესთან. ამასთან, 2017 წელის არსებული სახელმწიფო ვალის დონე ნაკლებია BB საფეხურის მედიანურ მაჩვენებელთან 47.4 პროცენტთან შედარებით და 44.5 პროცენტს შეადგენს, რომელიც 2019 წლისთვის 43.4 პროცენტამდე შემცირდება.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2017 წელს და 8.7 პროცენტი შეადგინა ნაცვლად 12.8 პროცენტისა 2016 წელს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტრენდს ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდა, განსაკუთრებით კი პოზიტიური ტენდენციები ტურიზმის სექტორში. Fitch -ის პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით საშუალოდ 9.9 პროცენტი იქნება 2018-2019 წლებში, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით დაფინანსებული დეფიციტი მშპ-ს 7.6 პროცენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g