LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიტნეს ცენტრები გასახსნელად ემზადებიან

116
maxresdefault-2021-01-26-13-03-47-933059-e1611666235684

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი საუბრობს.

„შეხვედრას ესწრებოდა შრომის ინსფექტირების ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენი, ეპიდემიოლოგები და სპორტის სამინისტროს წამომადგენელი. საუბარი იყო დამატებითი რეგულაციებით ფიტნეს კლუბების გახსნაზე, რაც გულისხმობს, სავალდებულო ტესტირებაში ჩართულობას, თანამშრომლების გატესტვას. ასევე, მომხმარებლების რაოდენობის შემცირებას და სპორტულ დაწესებულებაში პირბადის ტარებას. ყველა ვთანხმდებით, რომ პირბადის ტარება დარბაზში აუცილებელია, გარდა ინტენსიური ვარჯიშის დროს“, – ამბობს გიორგი ასათიანი.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ნაბიჯია ის, რომ მზაობა გამოხატა ფიტნეს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, თუ შენარჩუნდება არსებული ეპიდვითარება და ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის კლების ტენდენცია.

ცნობისთვის, მთავრობამ ბიზნესსექტორის დახმარების ახალი პაკეტი შეიმუშავა. პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით – „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის” პროგრამის ფარგლებში აცხადებს განაცხადების მიღებას.

გაიგეთ მეტი პროგრამის პირობების და რეგისტრაციის შესახებ:

სპორტული ობიექტები – https://bit.ly/2N3a8ue

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები