ბათუმში მდებარე ფიტნეს-კლუბის საქმეში, რომლის წინააღმდეგაც წესების დაუმორჩილებლობის გამო, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ მუხლს, რომლის მიხედვითაც საქმე მიმდინარეობს.
საია მიუღებლად თვლის “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებასაც – შესაბამისი სარჩელი მათ საკონსიტუციო სასამართლოშიც შეიტანეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სასამართლოს დროულად განიხილოს მის წარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას ეხება.