ფიზიკური აქტივობა ბავშვებს დეპრესიისგან იცავს. სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ნერვული დაძაბულობა 6 წლის ბავშვებსაც კი აწუხებთ. სწორედ ამიტომ, ნორვეგიის კლინიკური ცენტრის სპეციალისტების მთავარი მიზანი ამ პრობლემის მოსაგვარებელი გზების ძიება იყო. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 800 – 6 წლის და 700 – 8 წლის პატარა მონაწილეობდა და დაადგინეს, რომ პატარა გოგონებსა და ბიჭუნებს დეპრესიული მდგომარეობისგან გადატვირთული დღის გრაფიკი და აქტიურობა იცავს. რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გარანტიაცაა.