საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ პოსტში საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს და კორონავირუსის ახალ შტამს აანონსებს.
“მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? – კი, იქნება
ომიკრონი დასასრულის დასაწყისია? – არა
კოვიდი არ არის სეზონური გრიპი
მათემატიკული მოდელირების საფუძველზე უახლოეს მომავალში (ალბათ, 1-3 თვეში) ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, “დაიბადება” აფრიკაში. რატომ? კონტინენტის მოსახლეობის მხოლოდ 1% არის აცრილი. ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ბურუნდი (175-ჯერ) და ტანზანია (40-ჯერ) არიან ყველაზე დიდი რისკის მატარებლები. ისე, ამერიკაც არ ჩამორჩება.
რა უნდა ვქნათ, რომ შევაჩეროთ ახალი მუტაციები?! გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება
როგორ გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება? – სამედიცინო პირბადით, დისტანციით და ვაქცინაციით (ფაიზერი /მოდერნა)
ან ჩვენ გადავუვლით ამ ვირუსს, ან ის გადაგვივლის ჩვენ ჯერჯერობით ვირუსი იგებს ამ ბრძოლაში…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.
ივანე ჩხაიძე: უნიღბოდ, 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონით“ ინფიცირებისთვის
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 11000-ზე მეტ ადამიანს, 34 გარდაიცვალა.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში 17 130-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ვრცლად:
11 235 ახალი შემთხვევა და კიდევ 34 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა