LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: ქვეყანა 1000 გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ მთავარი „ნიუსი“ ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა – ეს არის 1001 პრობლემა და არა ნომერ 1 პრობლემა. თუ არ გჯერათ, საკუთარ საბანკო ანგარიშს გადახედეთ, შემდეგ კი მაცივარს 

293
ფხაკაძე და მიშა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანა 1000 გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ ყველაზე მთავარი „ნიუსი“ ქვეყანაში არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მედიკოსი ფიქრობს, რომ ეს მცდარი დამოკიდებულებაა:

„აშკარად ჯადო გაგვიკეთეს. ქვეყანა 1000 გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ ყველაზე მთავარი „ნიუსი“ ქვეყანაში არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მინდა გაცნობოთ, ეს არის 1001 პრობლემა და არა ნომერ 1 პრობლემა. თუ არ გჯერათ, საკუთარ საბანკო ანგარიშს გადახედეთ, მერე მაცივარს და მერე ღმერთმა დაგიფაროთ, არააკრედიტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოსაცდელში ვირთხების თვლას რომ მორჩებით, საზღვარგარეთ სამკურნალო თანხის შეგროვების გზებზე უნდა იფიქროთ.

დავიღალეთ ყველა! ასე არ შეიძლება!“ – წერს გიორგი ფხაკაძე Facebook-ზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები