LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხვნილისგან დამზადებული სულგუნი – მომხმარებლებს ისევ ატყუებენ

368
file-165237

ქართული წარმოების სულგუნი, რძის ფხვნილზე დამზადებული აღმოჩნდა. momxmarebeli.ge-მ “კარფურში” ნაყიდი სულგუნი მომხმარებლის შეტყობინების საფუძველზე გადაამოწმა. მოქალაქის ეჭვი კი ლაბორატორიულად დადასტურდა.

ამის მიუხედავად, ი.მ. ნოდარ ლაზარეიშვილის სულგუნის ეტიკეტზე არ არის მითითებული, რომ პროდუქტი რძის ფხვნილისგანაა დამზადებული.

“2019 წლის 30 სექტემბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ) ჰიპერმარკეტ „კარფურში“ შევიძინეთ ი.მ. „ნოდარ ლაზარეშვილის“ მიერ დამზადებული „სულგუნი“ (გამოშვების თარიღი 23.09.19, ვარგისიანობის ვადა 08.10.19) და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში რძის ფხვნილის შემცველობის განსასაზღვრად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა რძის ფხვნილი,” – აცხადებენ მომხმარებლის უფლებების დაცვის ორგანიზაციაში.

დარღვევის შესახებ წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, „კარფურში“ და მწარმოებელთან გაიგზავნა.

ცნობისთვის, „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რძის ნაწარმის დამზადება რძის ფხვნილისაგან დასაშვებია. თუმცა თუ პროდუქტზე მითითებულია ყველი, სულგუნი, ის მხოლოდ ნედლი რძისაგან უნდა იყოს დამზადებული.

 

არადა, ამასობაში

სულგუნის მსოფლიო აღიარება – Food Insider-ს მეგრული ყველი საუკეთესოებში გაყავს (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g