LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფლამინგომ” ახალი ფერმის მშენებლობა დაასრულა და წარმოება 5 ათასი ფრთით გაზარდა

238

მეფრინველეობის ფაბრიკამ ”ფლამინგო” ახალი საფრინველეს მშენებლობა დაასრულა და  წარმოება 5 ათასი ფრთით გაზარდა.

როგორც ”ფორტუნას” ფაბრიკის დირექტორმა ვიქტორ მაზნიშვილმა განუცხადა, აღნიშნული საფრინველე რიგით მეხუთეა და ამ ეტაპზე ”ფლამინგო” ჯამში 40 ათას ფრთას ფლობს.

”ახლა მიმდინარეობს უკვე მე-6 საფრინველეს მშენებლობაც, რომელიც მალე დასრულდება და  ვგეგმავთ, ფრინველების რაოდენობა 50 ათას ფრთამდე გავზარდოთ”, – აღნიშნა მაზნიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ლარის დევალვაციის გამო, ”ფლამინგომ” საკუთარი პროდუქციის ფასი 20-30 თეთრით გააძვირა. ”საკვები პროდუქცია გაგვიძვირდა.  ფრინველს, ძირითადად, ესპანეთიდან ჩამოტანილი საკვებით ვზრდით, რაც ძვირი ჯდება. გაძვირდა სიმინდიც, რომლის ნაწილსაც რუსეთისგან ვყიდულობთ, ნაწილს კი – ადგილობრივად, კახეთში”, – განმარტა ”ფლამინგოს” დირექტორმა.

შპს „ფლამინგოს“  მეფრინველეობის ფაბრიკა  გორის მუნიციპალიტეტში სოფელ კარალეთში მდებარებს. ამ ეტაპზე ფაბრიკაში 7 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g