LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენცია მასობრივი ტურიზმის გამო „მეძავადაა“ ქცეული

143
42382611_10214709894235736_3628110109319626752_n

აკადემიის გალერეის მუზეუმის დირექტორმა და ცნობილმა ისტორიკოსმა სესილია ჰოლბერგმა ფლორენციას ტურისტების აუარებელი ნაკადების გამო „მეძავი“ უწოდა. ამის შესახებ ARTnews წერს.

ჰოლბერგის აზრით, როცა ქალაქი სწორ გზას ასცდება, შემდეგ ღირსების დაბრუნება ძალიან რთულია. ისტორიკოსს ძალიან ეშინია იმის, რომ ფლორენცია ვიზიტორებმა შეიძლება საერთოდ გაანადგურონ და დიდი სურვილი აქვს, რომ ქალაქი ადგილობრივებს დაუბრუნდეთ. ფლორენცია ულამაზესია და ის მეტ პატივისცემას იმსახურებს.

საინტერესოა, რომ ფლორენციის მოსახლეობა 328 ათასს შეადგენს, ხოლო 2020 წელს მან 14 მილიონი ტურისტს უმასპინძლა.

დირექტორის მოსაზრებას არ ეთანხმებიან ადგილობრივები და მისი ნათქვამი ბევრმა მათგანმა პირად შეურაცხყოფადაც მიიღო.
არადა, ტურისტების ნაკადებს ბევრი იტალიური ქალაქი ებრძვის, მაგალითად, ვენეცია, სადაც ტურისტული ჯგუფების რაოდენობა შეიზღუდა, ხმაური აიკრძალა და დღიური მონახულებისთვის გადასახადი დაწესდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები