LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FlyArystan-მა ქუთაისიდან ალმათის მიმართულებით ფრენები დაიწყო

134
FlyArystan

ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. ალმათი – არის მეხუთე ყაზახური ქალაქი, საიდანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას სრულდება. ალმათის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ავიაკომპანიის წარმომადგენლები, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე დაესწრნენ. პირველ რეისს ყაზახეთიდან 175 მგზავრი ჩამოჰყვა.

„FlysArystan ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას კიდევ უფრო აძლიერებს. ალმათი – სრულიად ახალი, მეხუთე მიმართულება დაემატა უკვე დღეიდან ჩვენს აეროპორტს. რითაც ქუთაისიდან ფაქტობრივად, სრულად დაიფარება ყაზახეთის ქალაქები. ცენტრალური აზია ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. FLyArystan-ის წარმატებულმა მაგალითმა აჩვენა, რომ ჩვენი რეგიონი ყაზახეთისთვის ძალიან საინტერესო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულებაა. ზაფხულში ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთიდან კვირაში 15 სიხშირით იფრენს“, –  განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ალმათის გარდა, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLyArystan ქუთაისში დედაქალაქ ასტანადან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს. 2022 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 135,000 მგზავრს მოემსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g