ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა ცნობილი, რომ ყველასათვის საყვარელი ფილმი, „ფოკუს პოკუსი“ ეკრანებს უბრუნდება და აი, „ფენტეზის“ ჟანრის ფილმის მეორე ნაწილის პირველი „თრეილერი“ უკვე გავრცელდა.
„ერთი სული მაქვს კიდევ როდის ვიფრენ“ – 27 წლის შემდეგ „ფოკუს-პოკუსი“ ბრუნდება
ცნობისთვის, ფილმი 1993 წელს გამოვიდა. სიუჟეტი კვლავ სამი ჯადოქარი დის ირგვლივ განვითარდება. ფილმში ბეტ მიდლერს პარტნიორობას კვლავ სარა ჯესიკა პარკერი და კეტი ნაჯიმი უწევენ.
„დისნეის“ ფილმის პრემიერა 30 სექტემბერსაა დაგეგმილი.