LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი სული მაქვს კიდევ როდის ვიფრენ“ – 27 წლის შემდეგ „ფოკუს-პოკუსი“ ბრუნდება

178
safe-image

74 წლის მსახიობმა, ბეტ მიდლერმა გამოცემა Entertainment Tonight -ს ინტერვიუ მისცა, საიდანაც ვიგებთ, რომ 27 წლის შემდეგ, ლეგენდარული ფილმი  „ფოკუს-პოკუსი“ ეკრანებს დაუბრუნდება. ფილმი ალქაჯების შესახებ მოგვითხრობს.  „ერთი სული მაქვს კიდევ როდის ვიფრენ“, – განაცხადა მსახიობმა.

ფილმის პრემიერა 1993 წელს შედგა. ის საშინელებათა, ფენტეზისა და კომედიურ ჟანრებს აერთიანებს. ფილმში ბეტ მიდლერს პარტნიორობას სარა ჯესიკა პარკერი და კეთი ნაჯიმი უწევენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ფილმზე მუშაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები