ფონიჭალაში მამაკაცი მოკლეს. მას სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები.