LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Forbes – აშშ-ში ყველაზე მაღალი ანაზღაურება ანესთეზიოლოგს აქვს

120
ანესთეზიოლოგი

ქართული Forbes ამერიკული გამოცემის იმ კვლევას აქვეყნებს, რომლითაც 2024 წელს ექვსნიშნა ანაზღაურების მიღების შესაძლებლობის მქონე პროფესიები გამოვლინდა.

რეიტინგი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრის მაგალითზეა შედგენილი და აერთიანებს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ტექნოლოგიებს, ჯანდაცვას, სამართალს, ფინანსებს და ა.შ.

გამოცემის თანახმად, ჩამოთვლილი ინდუსტრიები დასაქმებულთათვის არა მხოლოდ მაღალ ხელფასებს, არამედ უწყვეტ კარიერულ განვითარებასა და გრძელვადიან პერსპექტივებსაც უზრუნველყოფს.

რეიტინგი მხოლოდ საშუალო საბაზისო ხელფასს წარმოადგენს, რადგან ბონუსი, კაპიტალი და სარგებელი შესაძლებელია კომპანიების მიხედვით განსხვავებული იყოს, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს დასაქმებულის მთლიან კომპენსაციაზე.

ამრიგად, საშუალო ხელფასის მიხედვით მიმზიდველი პროფესიებია:

  1. ანესთეზიოლოგი (საშუალო ხელფასი: $354 537)
  2. ქირურგი (საშუალო საბაზისო ხელფასი – $285 665)
  3. ექიმი (საშუალო ხელფასი: $194 306)
  4. მთავარი იურიდიული ოფიცერი (საშუალო ხელფასი: $158 564)
  5. ბაზრის კვლევის ანალიტიკოსი (საშუალო საბაზისო ხელფასი: $154 328)
  6. პრაქტიკოსი მედდა (საშუალო საბაზისო ხელფასი: $126 451)
  7. მონაცემთა ანალიტიკოსი (საშუალო საბაზისო ხელფასი: $123 039)
  8. ავიაკომპანიის პილოტი (საშუალო საბაზისო ხელფასი: $110 816)
  9. ფინანსური მენეჯერი (საშუალო საბაზისო ხელფასი: $110 643)
  10. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი (საშუალო საბაზისო ხელფასი: $105 331)
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g