LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Forbes-ის თანახმად, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტია

155
კრიშტიანუ რონალდუ

ამერიკული გამოცემა Forbes-ი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიას აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, 50 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტის ფინანსებმა 2023 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 1 მაისამდე თითქმის 4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც რეკორდი კიდევ ერთხელ გაუმჯობესდა. კვლევაში სპორტული საქმიანობიდან მიღებული ხელფასები, ბონუსები, საპრიზო თანხები და საიმიჯო უფლებებია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ რეიტინგში ყველაზე მეტი – 19 წარმომადგენელი კალათბურთიდანაა, აშშ კი არის ქვეყანა, რომელსაც რეიტინგში ყველაზე მეტი – 29 ათლეტი ჰყავს.

საინტერესოა ისიც, რომ ამ რეიტინგის არსებობის ისტორიაში პირველად, წლიური შემოსავლით, 11-მა ადამიანმა გადააჭარბა 100 მილიონ დოლარს. შედარებისთვის, 2017 წლისთვის 100-მილიონიან ნიშნულს არცერთი სპორტსმენი არ იყო გადაცილებული.

ხაზგასამელია, რომ წლევანდელ რეიტინგში ვერცერთი ქალი სპოსრტმენი ვერ მოხვდა.

2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანუ რონალდუ – 260 მილიონი დოლარი
  2. ჯონ რამი – 218 მილიონი დოლარი
  3. ლიონელ მესი – 135 მილიონი დოლარი
  4. ლებრონ ჯეიმსი – 128.2 მილიონი დოლარი
  5. იანის ანტეტოკოუნმპო – 111 მილიონი დოლარი
  6. კილიან მბაპე – 110 მილიონი დოლარი
  7. ნეიმარი – 108 მილიონი დოლარი
  8. კარიმ ბენზემა – 106 მილიონი დოლარი
  9. სტეფ კარი – 102 მილიონი დოლარი
  10. ლამარ ჯექსონი – 100.5 მილიონი დოლარი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g