Forbes საქართველოში მოგზაურობაზე კიდევ ერთ ბლოგს აქვეყნებს. ბლოგის ავტორი ენ აბელია, რომელიც წერს, რომ საქართველო მისი “სურვილების სიაში” დიდი ხნის განმავლობაში იყო.
სტატიის ავტორის თქმით, საქართველოში განსაკუთრებით დასაფასებელია სტუმართმოყვარეობა, რომელიც უკავშირდება სუფრას, რადგან სწორედ კულინარიით გამოიტახება მათი პატივისცემა.
„როდესაც მეგობრებს ვუთხარი, რომ საქართველოში მივემგზავრებოდი – ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის სასურველი სანახავი ქვეყნების სიაში დიდი ხნის განმავლობაში იყო, ყველანაირი გამოხმაურება მივიღე. ზოგიერთმა იფიქრა, რომ მე შტატს ვგულისხმობდი. ზოგმა იკითხა, იყო თუ არა ეს უსაფრთხო (დიახ). ზოგიერთს კი თვალები გაუნათდა შურით ან ამ ქვეყანაში საკუთარი მოგზაურობის შესახებ ბედნიერი მოგონებებით და ერთ-ერთმა ბარგის ჩალაგებისას გამოსადეგი რჩევა მომცა: წაიღე თან თავისუფალი ტანსაცმელი და ელასტიური შარვლები. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე, ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საკვები შესანიშნავი და ძალიან უხვია. სიტყვა, რომელიც ქართულად კვებას ნიშნავს, „სუფრაა“, რომლის საუკეთესო შესატყვისია „დღესასწაული“. ეს ხუმრობა არაა. იქ ასევე არსებობს გამოთქმა, რომ „სტუმარი ღვთის საჩუქარია“, რაც ნიშნავს, რომ სტუმართმოყვარეობა ღირებულია და ძირითადად, კულინარიით გამოიხატება,“ – წერს სტატიის ავტორი ენ აბელი.
განსაკუთრებულ ყურადღებას ენ აბელი საკვებსა და სასმელს უთმობს და წერს, რომ 9 დღის განმალობაში, ერთი ცუდი კერძიც კი არ უჭამია.
ენ აბელის თქმით, ღვინისა და კერძების გარდა, საქართველოში უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობაცაა. ამას კი ქვეყანაში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობა ადასტურებს.

