LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორბსმა“ კაილი ჯენერი „ყველაზე ახალგაზრდა მილიონერად“ მეორედ დაასახელა

382
190306-gma-spencer2-0748-hpMain-16x9-992

ჟურნალმა „ფორბსმა“ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები დაასახელა. გამომცემლობამ, ყველაზე ახალგაზრდა მილიონერების რეიტინგიც შეადგინა. ამ უკანასკნელი რეიტინგის სათავეში, კვლავ 22 წლის კაილი ჯენერი მოექცა.

შეგახსენებთ, გასულ წელს კაილიმ მარკ ცუკერბერგის რეკორდიც კი მოხსნა, რომელმაც მილიარდი, 23 წლის ასაკში გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ კაილი ჯენერმა პოპულარობა მისი დიდი ოჯახის, „კარდაშიანების კლანის“ მეშვეობით მოიპოვა, თუმცა თავად კაილი აღნიშნავს, რომ საოჯახო ბიზნესი მას მემკვიდრეობით არ მიუღია, ის მან თავად ააშენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები