ჟურნალმა Forbes-მა პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების განახლებული რეიტინგი წარმოადინა.
პირველ ადგილზე აღმოჩნდა როჯერ ფედერერი. მისმა შემოსავალმა 106.3 მლნ დოლარი შეადგინა. შვეიცარიელმა მხოლოდ 6.3 მლნ იშოვა კორტებზე, დანარჩენი 100 მლნ სარეკლამო კონტრაქტებით ნაშოვნი ფულია.
მეორე პოზიციაზეა კრიშტიანო რონალდო. “იუვენტუსის” ფორვარდი 105 მლნ დოლარამდე ავიდა. 60 მლნ ფეხბურთიდან და 45 მლნ რეკლამებიდან იშოვა.
რონალდომ რეიტინგში გაასწრო ლეო მესის. “ბარსას” კაპიტანი მესამეა და სულ რაღაც 1 მლნ დოლარით ნაკლები აქვს, ვიდრე პორტუგალიელს – 104 მლნ დოლარი.
ტოპ 5-ში შევიდნენ პსჟ-ს ბრაზილიელი ნეიმარი და “ლეიკერსის” სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი. მათი შემოსავლებია 95.5 და 88.2 მლნ დოლარი.
ათეულში მოხვდნენ კალათბურთელები სტეფ კარი და კევინ დურანტი, გოლფისტი ტაიგერ ვუდსი, ასევე ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეები კირკ კაზინსი და კარსონ ვენტცი.
ტოპ 100-ს “რეალის” მცველი სერხიო რამოსი ასრულებს. ესპანელმა 21.8 მლნ იშოვა.
ქალთა შორის ანალოგიურ რეიტინგში პირველია ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა. მისმა შემოსავალმა 37.4 მლნ დოლარი შეადგინა.
ფედერერი გახდა მეორე სპორტსმენი ტაიგერ ვუდსის შემდეგ, რომელმაც 100 მლნ-ზე მეტი იშოვა სპონსორული ჩარიცვებისგან.