LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford აშშ-ში 420 000-ზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს

106
1098x1098

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford-მა უსაფრთხოების პრობლემის გამო აშშ-ის ბაზრიდან 419 967 ავტომობილის გაწვევის შესახებ განაცხადა. კამპანია 2018-2022 წლებში გამოშვებულ SUV მოდელებს – Ford Expedition-სა და Lincoln Navigator-ს შეეხება.

პრობლემა დაკავშირებულია მძღოლისა და წინა მგზავრის უსაფრთხოების ღვედების დამჭიმ მექანიზმთან, რომელმაც შესაძლოა გაუმართავად იმუშაოს. ხარვეზის შემთხვევაში ღვედი შეიძლება მოულოდნელად ჩაიკეტოს და ვეღარ შეძლოს ნორმალურად გაჭიმვა ან შეკუმშვა.

სპეციალისტების განმარტებით, ასეთი გაუმართაობა ავარიის დროს ღვედის მთავარ ფუნქციას არღვევს – ის შესაძლოა სათანადოდ ვეღარ აფიქსირებდეს ადამიანს სავარძელში, რაც შეჯახებისას ტრავმის მიღების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

პრობლემის აღმოსაფხვრელად Ford-ის ოფიციალური დილერები უსაფრთხოების ღვედების მექანიზმებს შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებულ დეტალებს ახლით ჩაანაცვლებენ. ყველა სარემონტო სამუშაო ავტომფლობელებისთვის უფასო იქნება.

კომპანიისა და აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ დეფექტთან დაკავშირებული ავარიები ან დაშავების შემთხვევები ოფიციალურად დაფიქსირებული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები