LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford GT–ის მთავარმა დიზაინერმა თავისი შედევრის გაყიდვა გადაწყვიტა

45
423a08ec88cf2d6d0d93bbe6b7c635af7bc558c4

ამერიკული სუპერქარის Ford GT–ის დიზაინის ავტორმა მორეა კელუმამ გადაწყვიტა, რომ თავისი ექსკლუზივი გაყიდოს.

„ფორდმა“ მოდელი GT–ის გაყიდვა თავის დროზე მაქსიმალურად გაართულა – დილერთან მისვლა, 500 ათასი დოლარის გადახდა და ავტომობილის წამოყვანა საკმარისი არ იყო. სუპერქარის შეძენის ყველა მსურველს გასაუბრების რამდენიმე ეტაპი უნდა გაევლო, რათა სპეკულაციის ალბათობა გამორიცხულიყო. „ფორდმა“ ყველა მყიდველს ხელი მოაწერინა შეთანხმებაზე, რომელიც ავტომობილის გასხვისებას მინიმუმ 2 წლის განმავლობაში კრძალავდა. GT სულ 1350 ეგზემპლარად გამოვიდა და მთელი სერია მალევე გაიყიდა. ამასობაში, 2 წლიანი ვადაც გადის და მეორად ბაზრებზე სუპერქარების გამოჩენის ალბათობა იზრდება.

ერთ–ერთი გამორჩეული სუპერქარი 2017 წელს გამოშვებული წითელი ფერის მოდელი იყო, რომელმაც თეთრი ფერის სალონი მიიღო. ავტომობილი ეკუთვნოდა ადამიანს, რომელმაც მეორე თაობის ვიზუალი შექმნა. მორეა კელუმმა თავისი საყვარელი ქმნილების გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა თუ რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით უცნობია.

ავტომობილი არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია და მისი გარბენი მხოლოდ 328 კილომეტრს შეადგენს. რაც შეეხება ფასს, დიზაინერი ზუსტ ციფრს მხოლოდ კონკრეტულ მყიდველს გაუმხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g