LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Mustang ფილმიდან „გატაცება 60 წამში“ ახალ მფლობელს ეძებს

877
fordmustang201113

გერმანიაში გასაყიდად გამოიტანეს Ford Mustang, ავტომობილი რომელიც ფილმში „გატაცემა 60 წამში“ მონაწილეობდა. ნიკოლას ქეიჯისა და ანჯელინა ჯოლის დამსახურებით მოდელმა თავიდანვე დიდი პოპულარობა მოიპოვა, ასე რომ მისი ფასი არც ამჯერად იქნება დაბალი.

მთლიანობაში გადაღებებისთვის „მუსტანგის“ 11 ერთნაირი ეგზემპლარი შეიქმნა. მასლ–ქარებმა Shelbey GT500–ის სტილში შესრულებული აეროდინამიკა მიიღეს, მსუბუქი საბურავებით და 5,8 ლიტრის მოცულობის 8–ცილინდრიანი ძრავით დაკოპლექტდნენ. აგრეგატს 650 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო.

გადაღებებს მხოლოდ 3 ავტომობილი გადაურჩა და გასაყიდად გამოტანილი ლოტი ერთ–ერთი მათგანია. მოდელის გარბენი 117 ათას კილომეტრს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ფილმზე მუშაობის დროს ავტომობილს ნიკოლას ქეიჯი ყოველთვის თავად მართავდა და ყველა ტრუკი კასკადიორის გარეშე, დამოუკიდებლად შეასრულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g