“ფორმულა-2”-ის პილოტი საჭესთან მობილურის გამოყენებისთვის დააჯარიმეს. ცნობილმა მრბოლელმა სანტინო ფერუჩიმ ერთი რბოლის დროს კანონი სამჯერ დაარღვია, რის გამოც ის შეჯიბრიდან მოხსნეს და თან 60 ათასს ევროიანი ჯარიმაც დააკისრეს. სილვერსტოუნში გამართული რბოლის შემდეგ 24 წლის ფერუჩი თავისი გუნდის წევრს არდჯუნ მაინს დაეჯახა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავარია წინასწარ განზრახული იყო. ხოლო, თუ რა მიზანს ემსახურებოდა კოლეგის დაზიანება – ამაზე საუბარი ამერიკელმა არ ისურვა. შედეგად, მისი გუნდის წევრებმა ის რბოლის ორ ეტაპს გამოთიშეს და თან სოლიდური თანხითაც დააჯარიმეს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, პილოტი კიდევ ერთი დარღვევისთვისაც გაასამართლეს. როგორც გაირკვა სარბოლო ტრასის მეოთხე მოსახვევზე მან მაინი ტრასიდან გადააგდო და ამით გასწრების შესაძლებლობა მოუსპო. და ბოლოს, როგორც კომისიამ გაარკვია, ამერიკელი რბოლის დროს მობილურ ტელეფონს იყენებდა, რაც ასევე დაუშვებელია. ამისთვის მას დამატებით 6 ათას ევროიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
Haas junior Santino Ferrucci banned for 4 races after being found guilty of deliberately crashing into his team-mate & driving an F2 car to the race pits while using a mobile phone. He also declined to attend when summoned by stewards
More: https://t.co/uo2kIO5jRH#SkyF1 #F1 #F2 pic.twitter.com/0gKpYgSufj— Sky Sports F1 🏎 (@SkySportsF1) 8 July 2018

