LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმულა: თბილისში, ინტერვიუს ჩაწერის დროს, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ნაცემია 2 ოპერატორი

263
he5wix0s7xck18t

თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტსაც.

როგორც ფორმულას რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ჰყვება, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

ნანო ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ თავდამსხმელმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი ფორმულადან იყო.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები