LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმულას ბოლიდი მოტოს, ელექტროავტობუსს და რალის მანქანებს დაუყენეს: ვინ მოიგო – ვიდეო

119
ee8efeab34702ac4521686ea957cc

„რედ ბული“ ერთ-ერთ სპონსორთან carwow-თან ერთად მუდმივად ატარებს გიჟურ ჩელენჯებს და რბოლებს იუთუბ-არხისთვის.

ამჯერად სამი ცდით ერთმანეთის წინააღმდეგ დადგა „რედ ბულის“ ტოპ ტექნიკა, რომლებიც ვარსკვლავურ შოუებში მონაწილეობენ.

„ფორმულა 1“-ს წარმოადგენდა ფეტელის საჩემპიონო ბოლიდი RB8 – სიმძლავრე 850 ლ, მასა – 700 კგ. საჭესთან პილოტი ლიამ ლოუსონი.

მოტოს წარმოადგენდა ქარხნული ბაიკი „КТМ“ RC16 მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ დანი პედროსას მართვით: 270 ცხენის ძალა, 157 კგ.

რალი-კროსს წარმოადგენდა ჩემპიონი „პეჟო“ ჩემპიონ ტიმი ჰანსენით: 600 ცხენის ძალა, 1300 კგ, მძლავრი სტარტი პირველ მეტრებზე.

კლასიკური რალიდან აარჩიეს „ფორდი“M-Sport ადრიენ ფორმოთი საჭესთან: 550 ცხენის ძლა, 1260 კგ და ელექტრობლოკი ძრავში აჩქარებისთვის.

ასევე იყო ექსპერიმენტული ელექტრო სუპერმიკროავტობუსი „ფორდი“E-Transit supervan 2040 ცხენის ძალით და 1680 კგ მასით. საჭესთან იჯდა რომენ დიუმა, „ლე მანის“ სამგზის გამარჯვებული.

ვინ მოიგებს? ბიჭებს სამი ცდა აქვთ.

„ფორმულას“ ბოლიდი ყველასთან აგებს აჩქარებას ადგილიდან.

ყველა, სამივე რბოლა მოიგო ერთი და იგივე ადამიანმა ერთი და იგივე აგრეგატზე.

მიაგნეს პლანეტაზე ყველაზე სწრაფ ტექნიკას?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები