ფილმ „ფორსაჟის“ გადაღებების გამო თბილისი -მანგლისის საავტომობილო გზის პანტიანის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლის 7 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.
ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.