LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორსაჟი” საუნდტრეკი YouTube-ზე ყველაზე პოპულარული ვიდეოა

174

უიზ ჰალიფასა და ჩარლი პუტის სიმღერაზე „See You Again” გადაღებული კლიპი, რომელიც „ფორსაჟის” მეშვიდე ნაწილის საფინალო სცენაში ჟღერს, YouTube-ის ყველაზე პოპულარული ვიდეო გახდა. რგოლმა 2 896 790 265-ზე მეტი ნახვა დააგროვა და რეპერ Psy-ს კლიპს Gangnam Style-ს გაასწრო, რომელსაც 2 894 896 835 ნახვა აქვს.

„ფორსაჟის” მეშვიდე ნაწილი გახდა ბოლო ფილმი, რომელშიც მსახიობი პოლ უოკერი მონაწილეობს. ის 2013 წელს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც ფილმის გადაღებები სანახევროდ იყო დასრულებული. ფილმის გადაღება უოკერის გარეშე განაგრძეს, კადრები ფილმიდან კი კლიპში გამოიყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები