ცნობილი ფილმის, „ფორსაჟის“ მიხედვით, Netflix ანიმაციურ სერიალს გადაიღებს. ეს იქნება DreamWorks Animation Television და Netflix-ის ერთობლივი ნამუშევარი და მისი პროდიუსერები ვინ დიზელი, ნილ მორეცი და კრის მორგანი გახდებიან.
მულტფილმის მთავარი გმირი ტონი ტორეტო იქნება – დომინიკ ტორეტოს ბიძაშვილი, რომლის როლსაც ფილმში ვინ დიზელი ასრულებს. სხვა დეტალები მულტფილმზე ამ დროისთვის არ ხმაურდება.