12 მარტს, BBC Radio 1-ის Live Lounge-ში პერფორმანსისას, ჰარი სტაილზმა ინგლისური პოპ როკ ბენდის - Tears for Fears საკულტო ჰიტი - Everybody Wants to Rule the World დააქვერა.
კრიტიკოსები ალბომს აღწერენ როგორც ფანკის, როკისა და ექსპერიმენტული ელემენტების ნაზავს. ზოგიერთი მიმომხილველი მას ,,საცეკვაო-პოპ მოგზაურობას'' უწოდებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მასში მოულოდნელად ცოტაა კონვენციური დისკო ელემენტები.
ჰარი სტაილზმა ახალ ალბომზე მუშაობის დაწყებამდე, გასულ წელს არაერთი საინტერესო თავგადასავალი მოიწყო. ტოკიოსა და ბერლინის მარათონებში მონაწილეობიდან პაპის კონკლავზე მოულოდნელ გამოჩენამდე – ეს ის თემებია, რომლებზეც არტისტმა ახლახან ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.
BRIT Awards-ზე პერფორმერთა სია იზრდება. ცნობილი გახდა, რომ 28 თებერვალს დაგეგმილ შოუზე, Wolf Alice და როსალიაც იმღერებენ. ისინი სცენაზე სადებიუტო პერფორმანსებით წარდგებიან.