ჯასტინ ბიბერი ბრიტანული ჩარტის პირველ სამ ადგილს იკავებს. კანადელმა მომღერალმა პრესტიჟული რეიტინგი სიმღერებით „Love Yourself“, „Sorry“ და „What Do You Mean“ დაიპყრო. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი მის ახალ ალბომში - „Purpose“ შედის.
კანადელი ჯასტინ ბიბერი თანამედროვე თინეიჯერების ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია. მართალია, მისმა თაყვანისმცემელმა სკოლა დიდი ხნის წინ დაამთავრა, მაგრამ 22 წლის გებრიელ ნიუტონ-ბიბერს საყვარელი მომღერლის მიმართ გრძნობა არ განელებია, გოგონამ შეიცვალა სახელი პასპორტში, რათა ახლობლებს უთხრას, რომ ჯასტინმა მას ცოლობა სთხოვა.
ქსელში ჯასტინ ბიბერის ორი ახალი სიმღერა გამოჩნდა ალბომიდან „Purpose“. დისკი გაყიდვაში 13 ნოემბერს გამოვა. ნამუშევრების სახელწოდებაა „The Feeling“ და „Love Yourself“. პირველი მათგანი ბიბერმა ამერიკელ მომღერალთან, Halsey-თან ერთად ჩაწერა.