თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ჯესიკა ბილმა განაცხადა, რომ ოჯახის შენარჩუნებაში მას და ჯასტინ ტიმბერლეიკს განსაკუთრებული ღირებულებები ეხმარებათ. მომღერალი და მსახიობი მთელს თავისუფალ დროს ერთადერთ ვაჟიშვილს, საილასს უთმობენ და ამას პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს.
ჟურნალ Marie Claire-ის ახალი ნომრის მთავარი გმირი ჯესიკა ბილი გახდა. ბუნებრივია, გამოცემაში მისი ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც ბილმა წარმატებული ქორწინების საიდუმლოზე ისაუბრა.
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი მეორე ბავშვის მშობლები გახდებიან. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის მხრიდან ამ ინფორმაციის დადატურება ჯერ არ მომხდარა, ინსაიდერები დარწმუნებულები არიან, რომ 35 წლის ჯესიკა ბილი მეუღლეს მალე მეორე შვილს აჩუქებს. ბავშვის სქესი ამ დროისთვის ჯერ ცნობილი არ არის.