ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი მეორე ბავშვის მშობლები გახდებიან. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის მხრიდან ამ ინფორმაციის დადატურება ჯერ არ მომხდარა, ინსაიდერები დარწმუნებულები არიან, რომ 35 წლის ჯესიკა ბილი მეუღლეს მალე მეორე შვილს აჩუქებს. ბავშვის სქესი ამ დროისთვის ჯერ ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ბილისა და ტიმბერლეიკის ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო, ისინი 2012 წელს დაქორწინდნენ, 2015 წლის აპრილში კი ვაჟიშვილი საილასი შეეძინათ.