რამდენიმე დღის წინ, კეტი პერიმ თაყვანისმცემლებს ახალი სინგლი „Bon Appétit“ წარუდგინა და ყველაფერი ამით არ დასრულებულა: გასულ უქმეებზე მომღერალი ნიუ-იორკის მოქალაქეებს ალუბლის ნამცხვრით გაუმასპინძლდა. პატარა ჯიხურიდან, რომელიც ტაიმ-სკვერზე იდგა, ნამცხვრის მიღება სწორედ ვარსკვლავის ხელიდან იყო შესაძლებელი.
ცოტა ხნის წინ კეტი პერიმ დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში თავისი რიგით მეოთხე ალბომისთვის პრომო-სინგლს გამოუშვებს. ამის შესახებ მან iHeartRadio Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე ისაუბრა: „დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც კარგი გელოდებათ“.
11 ნოემბერს, ჩინეთში კეტი პერის კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა მოულოდნელი, „ოჯახური მიზეზების“ გამო მომღერალმა გამოსვლა შეცვალა.