LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერიმ ახალი ალბომი და ტურნე დააანონსა

76

32 წლის კეტი პერიმ ახალი ალბომის გამოსვლა დაანონსა. დისკს „Witness“ ერქმევა და მისი რელიზის თარიღად 9 ივნისია დაგეგმილი. ცნობილია, რომ ალბომის გამოსვლის შემდეგ ის აშშ-სა და კანადის ფარგლებში ტურნეს გამართავს.

უკვე ცნობილია, რომ ამერიკული ნაწილი 7 სექტემბერს კოლუმბუსში დაიწყება და 20 დეკემბერს მაიამიში დასრულდება. კანადური ნაწილი კი 2018 წლის დასაწყისში იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პერიმ ახალი კლიპი „Bon Appétit“ გამოუშვა, რომელიც პროვოკაციული და სექსუალური გამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები