LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერი|ორლანდო ბლუმი

2016 წლის აგვისტოში, მაშინ, როდესაც ჯერ ერთად იყვნენ, კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა იტალიის ერთ-ერთ სანაპიროზე დაისვენეს. ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული, თუმცა პაპარაცულმა ფოტოებმა მაშინ სრულიად მსოფლიო მოიარა. მიზეზი კი ორლანდო ბლუმის სიშიშვლე იყო - როგორც ჩანს, ვარსკვლავს განტვირთვის ეს ფორმა განსაკუთრებულად ხიბლავს.
კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ერთმანეთს თითქმის 2 თვის წინ დაშორდნენ, თუმცა წყვილის შესახებ ჭორები კვლავ დადის. ამჯერად, ყურადღების ცენტრში ბლუმი აღმოჩნდა, რომელიც პაპარაცებმა პერის ძაღლთან ერთად სეირნობის დროს დააფიქსირეს.
ორლანდო ბლუმთან დაშორების შემდეგ, კეტი პერიმ ვარცხნილობა რადიკალურად შეიცვალა. მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები და ვიდეო გააზიარა და განაცხადა, რომ ბოლო მომენტამდე ამ ყველაფრისთვის მზად არ იყო.