კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრნენ და პატარებს დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყვეს.
სანტას ფორმაში გამოწყობილმა კეტიმ და ორლანდომ ბავშვებს საჩუქრები უსახსოვრეს და ავტოგრაფები დაურიგეს, ყველა მსურველთან გადაიღეს ფოტოები, ხოლო მოგვიანებით პერიმ რამდნიმე სიმღერაც შეასრულა.
იმევა საღამოს, საავადმყოფოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ფოტოები გავრცელდა და დაიწერა, რომ ბავშვები დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ ამ დღეს და უზომოდ ბედნიერები არიან.