45 წლის სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი ოჯახთან ერთად ტაიტიზე ისვენებს. მან სოციალურ ქსელებში შვებულებიდან გადაღებული კადრები გამოაქვეყნა, სადაც მეუღლესთან, ხოაკინ ვალენტესთან და მათი ერთი წლის ვაჟთან ერთად არის აღბეჭდილი. მათ თან ბუნდჰენისა და ტომ ბრედის შვილებიც ახლავთ.
გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ოჯახი კუნძულზე დროს აქტიურად ატარებს. ისინი ზღვაში ცურავენ, სანაპიროზე ადგილობრივი მუსიკოსების თანხლებით ცეკვავენ, ველოსიპედებით სეირნობენ და ეგზოტიკურ ხილს აგემოვნებენ.
შეგახსენებთ, რომ ჟიზელ ბუნდჰენისა და მისი ჯიუ-ჯიცუს მწვრთნელის, ხოაკინ ვალენტეს ქორწინების შესახებ ინფორმაცია გასული წლის დეკემბერში გავრცელდა.
„კავშირი, რომლისაც არავის სჯეროდა, შედგა“, „ბედნიერები არიან“, „შესანიშნავად ატარებენ დროს“, „ჟიზელი გვაჩვენებს, რომ უფულო მამაკაცთან ბედნიერია“, – წერენ კომენტარებში.
როგორც ირკვევა, ბუნდჰენის ოჯახი ხოაკინთან მისი ქორწინების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს. გამოცემა Page Six-ის ინფორმაციით, 45 წლის მოდელის ახლობლები შეშფოთებულნი არიან წყვილს შორის არსებულ მნიშვნელოვანი ფინანსური უთანასწორობით და შიშობენ, რომ მომავალში ეს პრობლემების მიზეზი გახდება.
„მას ფული საერთოდ არ აქვს“ – ჟიზელ ბუნდჰენის ოჯახი მის პირად ტრენერზე დაქორწინების გამო შეშფოთებულია
ფოტო: ახლად ნამშობიარები ჟიზელ ბიუნდჰენის ვნებები იახტაზე – 44 წლის მოდელი იდეალურ ფორმაშია