თუ იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მგზავრობს, მაშინ შანსი გაქვთ, ოდესმე ისეთ ცნობილ ვარსკვლავს გადაეყაროთ, როგორიც „მატრიცას“ და „სიჩქარის“ ვარსკვლავი, კიანუ რივზია.
2013 წელს კიანუ რივზი თაყვანისმცემლების რადარებიდან გაქრა: ის აღარ მონაწილეობდა ფილმებში და ცდილობდა, ნაკლებად მოხვედრილიყო საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ყველა ხვდებოდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც ხდებოდა, თუმცა ამ „ქვის კედლის“ გარღვევა მათ ვერ შეძლეს.