თუ იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მგზავრობს, მაშინ შანსი გაქვთ, ოდესმე ისეთ ცნობილ ვარსკვლავს გადაეყაროთ, როგორიც „მატრიცას“ და „სიჩქარის“ ვარსკვლავი, კიანუ რივზია.
ვიდეო, რომელიც ინტერნეტში წლების წინ გავრცელდა, პოპულარობას დღემდე არ კარგავს. მასში კარგად ჩანს ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც მეტროთი მგზავრობს და რომელიც მოგვიანებით ქალბატონს ადგილს უთმობს.
კიანუ რივზის თავმდაბლობის შესახებ ეს პირველი ვიდეოდადასტურება არ არის. ვარსკვლავი იშვიათად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თითქმის არასოდეს ხდება სკანდალის ინიციატორი ან მონაწილე და გადაადგილების საშუალებად საზოგადოებრივ ტრანსპორტს ხშირად იყენებს.