LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » კიმ კარდაშიანი|კორტნი კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი|კორტნი კარდაშიანი

კიმ კარდაშიანს, უდავოდ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი უკანალი აქვს, თუმცა მისი და, კორტნი, ცდილობს მას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.
18 აპრილს, კარდაშიანების უფროსი და, კორტნი, 38 წლის გახდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, „ინსტაგრამზე“ მან სრულიად შიშველი ფოტო გააზიარა, რომელიც აუზში არის გადაღებული და რომელსაც მან დაბადების დღის კოსტიუმი შეარქვა.
როგორც ცნობილია, კარდაშიანი-ჯენერების ოჯახი კოსტა-რიკაში ისვენებს. სკანდალური დები ხშირად აზიარებენ სოციალურ ქსელში დასვენების ამსახველ ფოტოებს. ერთ-ერთი ასეთი კორტნი კარდაშიანის უკანასკნელი სურათიც გახდა, სადაც ის ზურგით არის გადაღებული. ფოტო კიმის ნიუ-სტილს მოგაგონებთ. ცნობილი ხდება, რომ სწორედ ის გახდა სურათის გადაღების ინიციატორი.
როგორც ჩანს, სითამამე კარდაშიანებისთვის თანდაყოლილი ჩვევაა. მას შემდეგ, რაც კიმმა საკუთარი ფიგურა საზოგადოებას კარგად დაამახსოვრა, მისი მიბაძვა უფროსმა დამ, კორტნიმ გადაწყვიტა. 36 წლის რეალითი-შოუს ვარსკვლავმა „ტვიტერზე“ ფოტო გააზიარა, რომელზეც მისი მინიმალისტური საცურაო კოსტიუმის ნაწილი ჩანს.