როგორც ცნობილია, კარდაშიანი-ჯენერების ოჯახი კოსტა-რიკაში ისვენებს. სკანდალური დები ხშირად აზიარებენ სოციალურ ქსელში დასვენების ამსახველ ფოტოებს. ერთ-ერთი ასეთი კორტნი კარდაშიანის უკანასკნელი სურათიც გახდა, სადაც ის ზურგით არის გადაღებული. ფოტო კიმის ნიუ-სტილს მოგაგონებთ. ცნობილი ხდება, რომ სწორედ ის გახდა სურათის გადაღების ინიციატორი.
თავად კიმი, პარიზის ცნობილი ინციდენტის შემდეგ, ცდილობს შედარებით მოკრძალებული იყოს, რაც მისი „ინსტაგრამის“ გვერდზეც აისახება – კანიე უესტის მეუღლე სულ უფრო იშვიათად ტვირთავს შიშველ ფოტოებს.
