26 წლის კრისტენ სტიუარტმა რადიკალურად შეიცვალა იმიჯი და თმა ქერად შეიღება და მოკლედ შეიჭრა - სწორედ ასეთი ვიზუალით გამოცხადდა ის ფილმის „პერსონალური მყიდველი“ პრემეირაზე.
კრისტენ სტიუარტმა დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ ბლოკბასტერებში მონაწილეობა აღარ სურს, თუმცა, მხოლოდ ახლა გადაწყვიტა ეს ყველაფერი სისრულეში მოიყვანოს. E! News-თვის მიცემულ ინტერვიუში, „ბინდის“ ვარსკვლავმა განაცხადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაშ ფილმებში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს.