LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტენ სტიუარტი და ჯესი აიზენბერგი უარს ამბობენ ფუფუნებაზე

148

კრისტენ სტიუარტი და ჯესი აიზენბერგი უარს ამბობენ ფუფუნებაზე

მიუხედავად მილიონიანი ჰონორარებისა, ფილმის ”ულტრა-ამერიკელები” ვარსკვლავები კრისტენ სტიუარტი და ჯესი აიზენბერგი, უარს ამბობენ ფუფუნებაზე, თავისუფლად ირევიან ბრბოში და ზრუნავენ უსახლკარო ცხოველებზე.

 

კრისტენ სტიუარტი

 

2

კრისტენი ლუდის საფუარისგან დამზადებულ ავსტრალიურ სოუს-პასტაზე ”ვეჯიმაიტზე” გიჟდება.

 

3

სტიუარტი გიტარაზე და საყვირზე უკრავს, მისი საყვარელი სიმღერა კი – ჯოან ჯეტის Love is Pain-ია.

 

ხ

ბრენდულ ტანსაცმელში მსახიობის ნახვა მხოლოდ წითელ ხალიჩაზე ან Chanel-ის სარეკლამო კამპანიებში შეიძლება.

 

5

კრისტენს სამი ძაღლი ჰყავს – ”დათუნია”, ”ბერნი” და კოული”, რომლებიც მან ქუჩიდან ან ძაღლთა თავშესაფრიდან აიყვანა.

 

6

მსახიობს არ მოსწონს კამერის წინ პოზირება, სამაგიეროდ ძალიან უყვარს ფოტოების თვითონ გადაღება. სტიუარტი გატაცებულია გოლფით, კალათბურთით და სერფინგით.

 

ჯესი აიზენბერგი

 

8

ჯესი აიზენბერგის საყვარელი ტრანსპორტი ველოსიპედია. ამბობს, რომ არ უყვარს მანქანებით გადაჭედილ ქუჩაში დგომა და დაგვიანება.

 

9

თავისუფალ დროს მსახიობი მოთხრობებს და პიესებს წერს The New Yorker-თვის, საიტზე OneUpMe.com-ზე კი, პოპულარული სიტყვების თამაშით ერთობა.

 

10

ჯესის ძალიან უყვარს კატები – ”მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი ცხოვრება კატების კვება და მათი მოვლაა”.

 

11

ფეისბუქში ურთიერთობას, ჯესის ფსიქოთერაპიის სეანსები ურჩევნია. წვეულებებზე სიარულის ნაცვლად კი, დასარტყამ ისტრუმენტებზე უკრავს, რომლითაც რვა წლიდანაა გატაცებული.

 

12

მელოტი და ბოროტი – ასეთი ჯესის ნახვას მაყურებელი 2016 წელს შეძლებს, ფილმში ”ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ”, სადაც ის სუპერ-გმირის მთავარი მტერი იქნება.

 

13

”ულტრაამერიკელების” გმირები ჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან, თუმცა არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით.

ვარსკვლავებმა იციან – როცა ბევრი გაქვს საამაყო, თავისუფლად შეგიძლია იყო თავმდაბალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები