LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » მადონა » გვერდი 52

მადონა

მადონა შესაძლოა პერსონა-ნონ-გრატად გამოაცხადონ

მადონას გამოსვლა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ხმაურიანი აღმოჩნდა. თავდაპირველად ადგილობრივმა არქიეპისკოპოსმა მოუწოდა მოსახლეობას, ბოიკოტი გამოეცხადებინათ კონცერტისთვის, ახლა კი მადონას ქვეყანაში პერსონა-ნონ-გრატად გამოცხადება ელოდება სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის გამო.

ფილიპინების არქიეპისკოპოსი კათოლიკეებს მადონას კონცერტის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს

მანილაში დაგეგმილი მადონას ორი კონცერტი შესაძლოა აღარ გაიმართოს. ვატიკანის წარმომადგენელის, რამონ არგუელესის აზრით, მადონას კონცერტი „ვულგარული“ და „გარყვნილია“. მისივე თქმით, ერთი წლის წინ, იმავე დარბაზში რომის პაპმა, ფრანცისკმა იქადაგა, ამჯერად კი „ეშმაკისეული მადონას“ წარმოდგენა არ უნდა შედგეს.

სტოკჰოლმში კონცერტის მსვლელობის დროს მადონამ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

შაბათს, 14 ნოემბერს სტოკჰოლმში გამართულ კონცერტზე მადონამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განუცხადა, რომ მისთვის რთულია ასეთი ტრაგედიის დღეს სცენაზე გამოსვლა და სიმღერა მაშინ, როდესაც ამდენი ადამიანი დაღუპულ ახლობლებს გლოვობს.