მადონას მიერ დადგმული შოუ კენტუკელ მაყურებელს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ. კონცერტის მსვლელობისას პოპ-დედოფალი სცენაზე მთვრალი გავიდა.
მაყურებლების თქმით, 57 წლის პოპ-დივა არაადექვატურად იქცეოდა, მოგვიანებით კი პროვინციულად საუბარი და ადგილობრივების დაცინვა დაიწყო. მაყურებლები ამ ფაქტმა საკმაოდ აღაშფოთა და მათი მხრიდან ნეგატიური კომენტარები გაკეთდა.
მადონას მხრიდან კი მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.